ირაკლი კობახიძე: არცერთ შემთხვევაში არ იყო საუბარი ნარკოტიკების წარმოებაზე და გავრცელებაზე
როდესაც გარკვეული ინიციატივა იღებს უარყოფით დატვირთვას საზოგადოების აღქმაში, იქ ჩვენ აუცილებლად უნდა მივაწოდოთ სათანადო ინფორმაცია საზოგადოებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კანაფის კულტივირების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარი საზოგადოების სწორი ინფორმაციის მიწოდებაა.
“როდესაც გარკვეული ინიციატივა იღებს უარყოფით დატვირთვას საზოგადოების აღქმაში, იქ ჩვენ აუცილებლად უნდა მივაწოდოთ სათანადო ინფორმაცია საზოგადოებას და სულ მცირე, ის უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ ინიციატივას არანაირი უარყოფითი მხარე არ ჰქონდა. აქ არცერთ შემთხვევაში არ იყო საუბარი ნარკოტიკების წარმოებაზე და გავრცელებაზე. ეს არის ჩვენთვის მთავარი და ამ სიმართლეს აუცილებლად დავუმტკიცებთ საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.