„დღის წესრიგში ამ პროექტის განხილვის საკითხი არ დგას”, – ეკა ბესელია კანაფის კულტივაციის საკითხზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის განხილვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ეკა ბესელია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განწყობების გამო, რაც საზოგადოების ნაწილსა და საქართველოს პატრიარქს ჰქონდა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ცვლილებების განხილვა შეჩერდა.
“მისი უწმინდესობისა და საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას ვადასტურებ, ვისაც პროექტზე რეაქცია ჰქონდა. საკითხის განხილვას არ დავბრუნებივართ. გაწვევის პრეროგატივა მთავრობას აქვს, ჩვენ მხოლოდ შეჩერების უფლება გვაქვს და შევაჩერეთ კიდეც. მისი განხილვა არ იგეგმება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები