“ქართული ოცნება”: სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე „ნაცმოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელი

0

დღეს, აჭარაში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.
პარტია მოუწოდებს დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერებს, არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში სიმშვიდე შეინარჩუნონ.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 24 სექტემბერს, აჭარაში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები.
ისევე, როგორც გასული წინასაარჩევნო კამპანიების პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობა“ არცამჯერად ცვლის მისთვის ჩვეულ მეთოდებს და კვლავაც ცდილობს წინასააჩევნო პროცესში პროვოკაციების გზით დაძაბულობის კერების შექმნას.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში შეინარჩუნონ სიმშვიდე.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი ნებაა არაძალადობრივი და მშვიდობიანი გზით დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რისთვისაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას ადგილობრივთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საერთაშორისო დამკვირვებლები დაესწრებიან.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში, ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი