სოფო კილაძე: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა თითოეული მსჯავრდებულის უფლება იყოს დაცული

0
ვანო მერაბიშვილის მიმართ რაიმე განსხვავებულ მოპყრობას ადგილი არ აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯანმრთელობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონკრეტულ დაწესებულებაში მკურნალობა ვანო მერაბიშვილთან შეთანხმებით მოხდა. ის ისეთ სერვისს იღებს, რაც გათვალისწინებულია ყველა მსჯავრდებულისთვის. ადგილი არ აქვს რაიმე განსხვავებულ მოპყრობას. თუ მის ადვოკატებს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება უნდათ, ამის უფლება აქვთ, მაგრამ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა თითოეული მსჯავრდებულის უფლება იყოს დაცული, ვინც არ უნდა იყოს ის“, – განაცხადა კილაძემ.
საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც. უწყება კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

კომენტარები

კომენტარი