ნადირობის სეზონის დაწყებიდან ერთი თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნადირობის სეზონის გახსიდან ერთი თვის მანძლზე, გამოვლენილია უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 248 ფაქტი გამოვლინდა.
დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით,  ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. “მანოკი”, რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე ნადირობა. ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან “მანოკი” არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მონადირეებს, არ გამოიყენონ ნადირობისთვის აკრძალული იარაღები.

კომენტარები

კომენტარი