მამუკა ბახტაძე: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიუ-იორკში იმ ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც აშშ-ში იღებენ განათლებას.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ნიუ-იორკში შევხვდი ქართველ სტუდენტებს, რომლებიც აშშ-ში იღებენ განათლებას. მოხარული ვარ, რომ ზოგიერთი მათგანი საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტია.
სტუდენტებთან ვისაუბრე ჩემ მიერ ახლახანს დაანონსებული განათლების რეფორმის შესახებ, ასევე, ეკონომიკურ ინიციატივებსა და იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ვდგამთ.
განათლების სფეროს რეფორმირება არის ის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც ჩვენს ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანები შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით მოახმარენ ჩვენს ქვეყანას.
თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ!”, -წერს მამუკა ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები