სალომე ზურაბიშვილი მაღალმთიან აჭარაში ამომრჩევლებს ხვდება

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დღეს მაღალმთიან აჭარაში, ხულოში, შუახევში და ქედაში ამომრჩევლებს ხვდება.
შეხვედრისას კანდიდატმა ქვეყნისთვის სოფლის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“მე მომიწია ამ ცხოვრების დიდი ნაწილის ემიგრაციაში გატარება. იქ ვნახე პირველი ემიგრაცია, ცხადია, მერე მეორე ემიგრაცია და ბოლოს ეს არის ახალი ემიგრაცია, რომელიც ძალიან უცბად დიდი ტალღით წამოვიდა ბოლო ოცი წელიწადი, რომელიც არის, ასევე, იძულებითი ტალღა სხვა ფორმით, ეკონომიკური ფორმით, რადგან აქ ვერ მონახა თავისი ადგილი, თავისი ოჯახის შენარჩუნების საშუალებები. ამას ვერ ვუშველით თუ არ დადგა ფეხზე სოფელი. სოფელი რომ ფეხზე დადგეს სჭირდება განვითარება და თვითმმართველობა, ანუ მეტი უფლებები სოფელს, რადგან თქვენ უფრო კარგად იცით რა პრობლემებია და როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემები, მაგრამ, ამასთან ერთად საჭიროა, რომ ხელისუფლებამდე იყოს მიტანილი, რომ აქაური გადაწყვეტილებები ხელშეწყობილი იქნას, იყოს დახმარებული და მიტანილი ბოლომდე, ბიუჯეტში თუ კანონში. სოფელი, რომელიც თავისი ტრადიციებით იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ნამდვილი ფუძე და საყრდენი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ მაღალმთლიან სოფლებზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ საზღვარზე, რადგან ამითი არის გამაგრებული ეს პატარა ქვეყანა”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები