სოფიო ქაცარავა:სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალი დონის ფორუმის მიზანი კოორდინირებული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბებაა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს პარლამენტში, 24 სექტემბერს სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება , რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში ეფექტური, კოორდინირებული და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება და ამ პროცესში მთავრობის, პარლამენტის და არასამთავრობო სექტორის როლის გამოკვეთა.”ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ფორუმი იყოს პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებული. ამერიკელ და ბრიტანელ მაღალი დონის მონაწილეებთან ერთად განვიხილავთ ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისათვის ეფექტური ეროვნული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომელიც განხორციელდება ხელისუფლების ერთიანი მიდგომითა და სამთავრობო და არასამთავრობო აქტორებს შორის თანამშრომლობის გზით. აქცენტი გაკეთდება იმ მჭიდრო კავშირზე, რაც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიღწევასა და წარმატებულ შიდა რეფორმებს შორის არსებობს. ვიმსჯელებთ კომუნიკაციის ყველაზე ეფექტურ გზებზე, როგორც ქვეყნის შიგნით- ჩვენს მოქალაქეებთან, ასევე საერთაშორისო დონეზე. განვიხილავთ, თუ როგორ უნდა მუშაობდეს სტრატეგიული კომუნიკაციები ქართულ კონტექსტში ,რთული საინფორმაციო გარემოს, არსებული გამოწვევებისა და მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული ფორუმის მხარდამჭერები არიან საქართველოში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები, USAID და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). „ – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები