მამუკა ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო

რაც შეეხება კულტივაციას, ვფიქრობ რომ ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საზოგადოებასთან საჭირო. ამის გამო, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება რომ შეაჩეროს მეორე ინიციატივა და გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები ყველა მხარესთან ვინც დაინტერესებულია“, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერს თქმით, სანამ არ მოხდება კონსესსუსი მიღწევა და დიალოგის წარმოება „ჩვენ მეორე ინიციატივას ფურსირებას ვერ გავუკეთებთ“.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
15 სექტემბერს ღამით, საკრებულოსთან სასულიერო პირებმა კანაფთან დაკავშირებული პოლიტიკა გააპროტესტეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ.
შსს-ს ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყანაში მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას.
30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.
იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.
ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.
ევროპაში მოქმედ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, ალექსის გუზდელთან ვრცელ ინტერვიუს მაყურებელი კვირას „იმედის კვირაში იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები