სალომე ზურაბიშვილი: უცხოურ პრესაში ჩემს შესახებ საზიზღრობები იბეჭდება

„უცხოურ პრესაში ჩემს შესახებ საზიზღრობები იბეჭდება“ – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიებით თითქოს, მის დისკრედიტაციას ახდენენ იმ ადამიანებთან,
რომლებიც მას დაახლოებით 60 წელია იცნობენ.
„სასაცილოა, მაგრამ ამით ჩემ დისკრედიტაციას ნაკლებად, მაგრამ საქართველოს დისკრედიტაციას ეწევიან. ვითომ ეს ქვეყანა დღეს მიდის რუსეთისკენ. ეს არის ის, რაც წერია – შეიძლება ყველას არ გაქვთ წვდომა ამ პრესაზე, რომელიც იბეჭდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები