არჩილ თალაკვაძე: “ნაცმოძრაობის” პროვოკაციის ამსახველ მასალას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწვდით

“ნაცმოძრაობის” პროვოკაციის ამსახველ მასალას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწვდით“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პროცესების ხელშეშლა სამართალდარღვევაა.
“კამპანიაში ჩართულ ყველა ადამიანს მინდა ვუთხრა, წინასაარჩევნო პროცესების ხელშეშლა იმ ფორმებით, როგორსაც ბოლო პერიოდში რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი და დღესაც ვნახეთ ამის მცდელობა, სამართალდარღვევაა და რა თქმა უნდა ამ ჩანაწერს მივაწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სცადა ამ შეხვედრაზე რაღაც ხმაური შეეტანა, მაგრამ მან საბოლოოდ მიიღო პასუხი, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება მისი პრეზიდენტიც. ეს იყო ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატის და დარწმუნებული ვარ მომავალში პრეზიდენტის განცხადება”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები