გეგუთის საბავშვო ბაღში 10 ბავშვი მოიწამლა – დირექტორი აღსაზრდელების ინტოქსიკაციის ფაქტს უარყოფს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში 10 ბავშვი მოიწამლა.
თუმცა, საბავშვო ბაღის დირექტორმა ლია ქართველიშვილმა აღნიშნული ინფორმაცია „კვირასთან“ საუბრისას კატეგორიულად უარყო.
„არასწორი ინფორმაციაა, ტყუილია. ამ საკითხზე კომენტარს წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსი გააკეთებს“ – აღნიშნა მან და „გიორგისთან“ გადაგვამისამართა, რომელმაც მობილური ტელეფონი გათიშა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღის 12.00 საათზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი, პაატა იმნაძე, გეგუთის საბავშვო ბაღს ეწვევა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები