ქუთაისის პარლამენტში უნიკალური ხელნაწერებისა და იატორიული დოკუმენტების გამოფენა მოეწყო

ქუთაისის პარლამენტში დღეს საინტერესო გამოფენა მოეწყო. შენობაში წარმოდგენილი იყო უნიკალური ხელნაწერები, იშვიათი წიგნადი გამოცემები, მხატვართა ნამუშევრები, საარქივო დოკუმენტები. გამოფენის ამსახველი ფოტოები საჯარო ბიბლიოთეკის თავმჯდომარის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის უძვირფასესი ისტორიული მნიშვნელობის მასალა, რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ექსკლუზიურად კერძო კოლექციონერებისგან შეიძინა. “რომ არა ჩვენი შეძენა ვინ იცის ვის ხელში აღმოჩნდებიდა და სად გაქრებოდა ჩვენი ქვეყნის ეს განძი. წინ კიდევ მრავალი დოკუმენტის გადარჩენა-შენარჩუნება გვევალება,-განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები