დედოფლისწყაროში ხანძარს 72 წლის ქალი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში ხანძრის შედეგად 72 წლის ქალი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ჰერეთის ქუჩაზე მოხდა. საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლის ალი მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო სამსახური გამოიძახეს.
სახლში, რომელსაც ხანძარს გაუჩნდა 72 წლის ქალი მარტო ცხოვრობდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს ის გარდაცვლილი დახვდათ.
ხანძრის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები