თბილისში მე-7 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, სააკაძის ქუჩაზე მოხდა. “კვირას” ინფორმაციით გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები