წვიმა და ელჭექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

დღეს, საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.
საქართველოში, ხვალიდან 24 -სექტემბრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 23 – 24 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.
თბილისში 21 სექტემბერს უნალექო ამინდი, ხოლო 22 – 24 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 24 სექტემბერს იქროლებს ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები