მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, სოფელ ლახამულაში აზომვითი სამუშაოები დასრულდა

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, სოფელ ლახამულაში აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები დასრულდა. როგორც “კვირას” საჯარო რეესტრიდან აცნობეს, საპილოტო არეალზე სულ 509 მიწის ნაკვეთი აიზომა. ამჟამად მოძიებული ინფორმაციის სამართლებრივი დამუშავება მიმდინარეობს.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლახამულა ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს. საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები