„ჩერნოვეცკის“ ფონდი: პეტრე რომ დაიბადა, დედას სამშობიაროში ურჩიეს შვილზე უარი ეთქვა

ბავშვი რომ დაიბადა, დედას სამშობიაროში ურჩიეს მასზე უარი ეთქვა, სამ დღესაც ვერ იცოცხლებსო, შვილები გყავს და მათთვისაც დიდი ტრავმა იქნებაო. მაგრამ როგორი გადასაწყვეტია დედისთვის შვილის გაწირვა, რომელიც 9 თვე გულის ქვეშ ატარა?
ბავშვი სახლში წაიყვანეს, პეტრე დაარქვეს, ღვთის და კეთილი ადამიანების წყალობით ის გადარჩა.
დღეს 9 წლის პეტრე მიუხედავად იმ მძიმე პათოლოგიებისა, იბრძვის, არ ნებდება! მას ჰიდროცეფალია, მგლის ხახა, დაუნის სინდრომი და სხვა თანდაყოლილი დაავადებები აქვს.
ოჯახს საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება, კედლები დაბზარულია, ჭერიდან კი წყალი ჩამოდის, ზამთარში ცივა…
დედა ვერ გადის სამსახურში, რადგან სნეულ შვილს ვერავის უტოვებს მოსავლელად. მამამ 3 წლის წინ სამსახურში ტრავმა მიიღო, ფანჯრის მონტაჟის დროს შუშით ხელი დაიზიანა, კიდურის შენარჩუნება მოხერხდა, მაგრამ ფიზიკური შრომა აღარ შეუძლია. ამის შემდეგ ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა. ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ რამდენიმე თვის წინ პეტრეს ინვალიდობის პენსია მოუხსნეს და ოჯახს რატომღაც სოციალური სტატუსიც შეუჩერეს! ფაქტობრივად ისინი სიკვდილისთვის გაწირეს! რით ირჩინონ თავი? ვის მიმართონ დახმარებისთვის? ერთადერთი იმედი ჩვენ ვათ! ადამიანები, ვისაც სხვისი ტკივილი შეუძლია გაიზიაროს!
მეგობრებო, გაუწოდეთ ამ ოჯახს დახმარების ხელი, გამოხატეთ მხარდაჭერა, აქციეთ მათი არსებობა ცხოვრებად! მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჰიგიენური საშუალებები. თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ „ჩერნოვეცკის“ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: პეტრე ხახიაშვილი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები