ბათუმში მარკეტი გაქურდეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩის 16 ნომერში მარკეტი გაქურდეს. როგორც სავაჭრო ობიექტის მეპატრონემ განაცხადა, მარკეტიდან თანხაა წაღებული, თუმცა ზუსტი ოდენობა უცნობია.
“კარები ღია დამხვდა. სავარაუდოდ, გვიან შეიპარნენ, წაღებულია თანხა, მაგრამ ზუსტად არ შემიძლია ვთქვა, რამდენი იყო სალაროში დარჩენილი”, – ამბობს მარკეტის მეპატრონეშს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები