ირაკლი ბერაია: ფინანსთა მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რომ საჯარო სამსახური ამ ქვეყანაში ნამდვილად საჯარო სამსახურია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია ფინანსთა მინისტრის დღევანდელ გადაწყვეტილებას აფასებს.
„ფინანსთა მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რომ საჯარო სამსახური ამ ქვეყანაში ნამდვილად საჯარო სამსახურია და ხალხის აზრს ითვალისწინებს. დიალოგს და არგუმენტების გაცვლას ალტერნატივა არ აქვს. პრინციპულია, დამკვიდრდეს სამართლიანი წესები, რომელსაც ყველა დაემორჩილება. საჭიროა ეს არგუმენტები სწორად იყოს მიტანილი მძღოლებთანაც და მათ ჰქონდეთ დრო, რომ თავისი საქმიანობა სწორად დაგეგმონ”, – აცხადებს ირაკლი ბერაია.
შეგახსენებთ, რომ ხორბლის ავტომობილებით ტრანსპორტირების აკრძალვა ერთი წლით გადაიდო.
ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გაფიცულ მძღოლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები