“ეს არის გონივრული ნაბიჯი, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს მომზადებული შეხვდნენ ცვლილებებს”

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი დავით სონღულაშვილი ხორბლის ავტოტრანსპორტით გადაზიდვის თემაზე ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.
დავით სონღულაშვილი თვლის, რომ ხორბლის ავტომანქანებით იმპორტის აკრძალვის ერთი წლით გადადება შექმნილს სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა მხარის ინტერესი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკითხი გადაიდო და შეთანხმება მოხდა. ამ პერიოდის განმავლობაში დაცული უნდა იყოს ორივე მხარის ინტერესი და შესაბამისად იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელსაც იგი ემსახურებოდა, შესაძლებელია ალტერნატიული გზების ძიებაც დაიწყოს. აქედან გამომდინარე, დღევანდელი შეთანხმება მნიშვნელოვანია“, განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის წევრმა.
პარლამენტარის თქმით, მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს ყველა მხარის ინტერესი. იგი დარწმუნებულია, რომ ხორბლის საავტომობილო გადაზიდვებზე რეგულაციების შემოღება სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მას ახლავს მძიმე სოციალური ტვირთი და ამიტომ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრმა მიიღო სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება, შედეგად გადადო რეგულაციის ამოქმედების ვადა. სონღულლაშვილი ამ ნაბიჯს გონივრულს უწოდებს, რაც ეამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს მომზადებული შეხვდნენ ცვლილებებს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ოქტომბრამდე გადავადდა ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედების ვადა, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა და გატანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით ცალკეულ შემთხვევაში დასაშვები ხდება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანხმობით, სხვა შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის ექსპორტი და იმპორტი შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები