როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს – რჩევებს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური აქვეყნებს

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური მოსახლეობას იმ რჩევებს აცნობს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის დროს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს:
თუ სუსტი მიწისძვრაა, არ შეშინდეთ, უმჯობესია დარჩეთ იქ სადაც ხართ;
როგორ მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ შენობაში იმყოფებით:
სასწრაფოდ დატოვეთ შენობა კიბით ან პირველი სართულის ფანჯრებიდან;
მეორე სართულზე და უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას;
არ ისარგებლოთ ლიფტით;
დადექით შიდა კედელთან კუთხეში, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან;
თუ შენობა ძველია და კედლები არასაიმედოა, შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ;
არ ისარგებლოთ ასანთით.
როგორ მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ ქუჩაში იმყოფებით:
გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემებისაგან;
არ დადგეთ ხიდზე ან მის ქვეშ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 15.13 წუთზე, თბილისიდან 3 კმ-ს მოშორებით, ნორიოში, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისვრა მოხდა. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები