დავით სერგეენკო: კანაფის შესახებ კანონპროექტი, მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს იმ ქაოსს, რაც ამ თვეების განმავლობაში იყო

„კანონპროექტის მთელი შინაარსი და დედააზრი არის, რომ მოწესრიგდეს და გაიწეროს ვის, როდის და რა პირობებში შეუძლია მოიხმაროს მარიხუანა“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ მარიხუანას შესახებ კანონპროექტი, მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს იმ ქაოსს, რაც ამ თვეების განმავლობაში იყო.
„მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც სესიაზე ახლა გადის, მოიაზრებს იმ რეგულირებას, რომლის აუცილებლობაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა. ეს რეგულაციები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს იმ ქაოსს, რაც ამ თვეების განმავლობაში იყო. კანონპროექტის მთელი შინაარსი და დედააზრი არის, რომ მოწესრიგდეს და გაიწეროს ვის, როდის და რა პირობებში შეუძლია მოიხმაროს მარიხუანა. ეს არის მთელი დედააზრი ამისი, რისიც მეშინოდა. ფაქტია, ეს წესრიგდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები