“გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ხორბლის გადაზიდვის საკითხი 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავავადოთ”

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ხორბლის გადაზიდვის საკითხი 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავავადოთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აქციის იმ მონაწილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვას აპროტესტებდა.
„ჩვენ გავითვალისწინეთ მძღოლების მოსაზრება და მდგომარეობა, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ. ერთი წლის შემდეგ სხვა ტიპის შეზღუდვა იქნება, რომელზეც მძღოლებთან კონსულტაციას გავივლით“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მამაკაცმა, რომელიც გეზ-თან თავის დაწვით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მძღოლებს სამუშაო ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები