აქციის მონაწილეს, რომელიც თავის დაწვით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრი ხვდება

გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც დღეს თავის დაწვით იმუქრებოდა, ამ წუთებში ფინანსთა მინისტრი ხვდება.
ივანე მაჭავარიანი ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც აქციის მონაწილე ერთ-ერთი შენობის სახურავზე ავიდა, საწვავი გადაისხა და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.
შეხვედრა ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
ხორბლის იმპორტიორების პროტესტის მეოთხე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან იმ დადგენილების შეცვლას მოითხოვენ, რომლითაც მათ ხორბლის სახმელეთო იმპორტი ეკრძალებათ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები