Accor ჯგუფი AXIS Towers-ში (ფოტოები)

0

Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი ოპერაციულ ნაწილში სენიორ აიდენ მაკოლეი თბილისში სპეციალურად AXIS Towers-ის Pullman-ის სასტუმროში მიმდინარე სამუშაოებს გასაცნობად იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მაკოლეიმ მოინახულა mock-up ოთახები და სხვა სივრცეები.

სასტუმრო Pullman “აქსის თაუერსში” სწორედ Accor Group-თან თანამშრომლობით და მათი სტანდარტების გათვალისწინებით ეწყობა, რომელიც მსოფლიოში ბიზნეს სეგმენტზეა ორიენტირებული.

Accor Group 50 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ფრანგული კომპანიაა, რომელიც წარმოდგენილია 100 ქვეყანაში 4,500 სასტუმროთი, 250 000 დასაქმებულით, 570 000-მდე ოთახით.  20-მდე ბრენდით. ბრენდები გათვლილია სხვადასხვა სეგმენტზე. მათ შორის Luxuryდა Premium სეგმენტებზე, როგორებიცაა Pullman, Raffles, Fairmont, Sofitel, Novotel და საშუალო სეგმენტზე გათვლილი ბრენდებიც.

აიდენ მაკოლეის განცხადებით, “აქსის თაუერსის” საოცარი არქიტექტურა თავისთავად გახდება ახალი „ლენდმარკი“ თბილისისა და მთლიანად ქვეყნისთვის.

„მოხარული და ამაყები ვართ იმ მჭიდროთანამშრომლობით, რაც აქსის თაუერსთან გვაკავშირებს. დარწმუნებული ვარ, თაუერსის საოცარი არქიტექტურის კომბინაცია ძალიან საინტერესო სანახაობა იქნება და ახალი ორიენტირი გახდება, როგორც თბილისისთვის ასევე საქართველოსთვის. სასტუმროს გახსნა უკვე მალე იგეგმება და ჩვენი სტუმრები აქ ნამდვილად შემოქმედებით გარემოს აღმოაჩენენ. გვახარებს და გვაიმედებს ის, რომ წლიდან წლამდე საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება.

ჩვენი ჯგუფი ცნობილი და გამორჩეულია საერთაშორისო ბაზარზე მაღალი სტანდარტების დამკვიდრებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აქსის თაუერსის ხელმძღვანელობასთან, საკუთრივ სამშენებლო ჯგუფებთან. ეს პროცესი ჩვენ გვარწმუნებს, რომ თბილისში, აქსის თაუერსში, ბიზნესსაზოგადოებისთვის და დამსვენებლებისთვის Pullman-ი იქნება უმაღლესი ხარისხის“,- აღნიშნა სენიორ აიდენ მაკოლეიმ.

“აქსის თაუერსში” განთავსებული 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი  გამორჩეულია რეგიონში, არა მხოლოდ თავისი ხარისხით და ინფრასტრუქტურით, არამედ იგი გამორჩეულია კრეატიული გადაწყვეტილებებით.

დეველოპერული კომპანია აქსისის ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი სამარგულიანი აღნიშნავს, რომ სხვა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებისგან განსხვავებით აქ საერთო სივრცეების მოცულობა ერთ ნომერზე გაცილებით აღემატება არსებულ პრაქტიკას.

„ამ სივრცეების  12 000 კვ მეტრზე განთავსებულია Skybar-ი ულამაზესი ხედებით, რომლებიც იშლება 140 მეტრის სიმაღლიდან,  25 მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი სახურავით და სპა ცენტრით,  რესტორანი, ბარები, ასევე დიდი საკონფერენციო დარბაზი, სათათბირო ოთახები და სხვა მრავალფეროვანი სივრცეები, რომლებიც სასტუმროს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ“,- აცხადებს სამარგულიანი.

R

კომენტარები

კომენტარი