თემქაზე, პლასტმასის ნედლეულის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია (ფოტოკოლაჟი)

თბილისში, თემქის დასახლებაში, პლასტმასის ნედლეულის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ცეცხლის შედეგად 300 კვ.მ ფართობი დაიწვა.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები