ლეონიდ ჩერნოვეცკი საყოველთაო ვაქცინაციის საკითხს ეხმაურება

საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი საყოველთაო ვაქცინაციის საკითხს ეხმაურება, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი და გეგმური აცრები სავალდებულო ხდება.
„თავად ეს იდეა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მის განხილვას აზრი არ აქვს მანამ, სანამ ჯანდაცვის სისტემას ბატონი სერგეენკო ხელმძღვანელობს. კარგად ვიცნობ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ არასახარბიელო სიტუაციას და ვშიშობ, რომ აცრებს არასწორად ჩაატარებენ. განსაკუთრებით ეს შეეხება ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებსაც ვაქცინაციას სავარაუდოდ უფასოდ ჩაუტარებენ და სწორედ აქ იქმნება იმის საფრთხე, რომ გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოხდეს მათი დაინფიცირება C ჰეპატიტით, შიდსით და ა.შ.”, – აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.
მისი აზრით, კანონის მიღებამდე აუცილებელია, ჯანდაცვის მინისტრმა ახსნა-განმარტება გააკეთოს იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს გეგმური აცრების ჩატარებას და რამდენად იქნება გარანტირებული ბავშვების უსაფრთხოება.
შეგახსენებთ, ამასწინათ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლის მიხედვით გეგმური აცრები სავალდებულო ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები