ქუთაისის მერიაში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

ქუთაისის მერიაში”ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ქუთაისში, მერიის შენობაში, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლებსა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარე. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, უმრავლესობის წევრები ოპონენტებს დაცინვის გამო გაუსწორდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ქილიკი მერიის ოფიციალურ გვერდზე სკვერის განათების შესახებ შეცდომით გამოქვეყნებულ ტექსტს მოჰყვა. მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში მითითებული იყო, რომ ნიკო ნიკოლაძის სკვერი განათდა, რეალურად, სკვერი იაკობ ნიკოლაძის სახელს ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები