სოფიო ქაცარავა: საფრანგეთთან თანამშრომლობის გაზრდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.
მხარეებმა, ორმხრივ ურთიერობებზე ისაუბრეს. აღინიშნა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული კავშირების მნიშვნელობა და მათი გაღრმავების პერსპექტივები. ასევე განხილული იყო საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა საფრანგეთის სენატის დელეგაციის მომავალი ვიზიტი.
„საფრანგეთთან თანამშრომლობის გაზრდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური საპარლამენტო ურთიერთობა. მივესალმები მაღალი დონის საპარლამენტო ვიზიტებს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს შორის მრავალმხრივ კავშირებს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები