დეფაქტო აფხაზეთის “პრემიერად” ვალერი ბგანბა დაინიშნა
დეფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა, რომელიც აქამდე პარლამენტის სპიკერის თანამდებობას იკავებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას “რია.რუ” ავრცელებს.
“მე მოვაწერე ხელი ვალერი რამშოხოვიჩ ბგანბას რესპუბლიკის პრემიერად დანიშვნის ბრძანებას, ეს ის ადამიანია, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ”, – განაცხადა დეფაქტო აფხაზეთის ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ, როდესაც კაბინეტს ახალი პრემიერი წარუდგინა.
ბგანბამ ე.წ. პრეზიდენტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
“აქ არ არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება არ ვიცნობდე, მე მთელი ცხოვრება მეგობრულ გარემოში ვმუშაობდი, მე თქვენ გთხოვთ, რომ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის იმუშაოთ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს”, – განაცხადა ე.წ. პრემიერმა.