“რასაც ვუყურებთ, ეხება არა მარტო ერთ ტელეკომპანიას, არამედ მიანიშნებს, რომ ბიზნესში არსებობს პრობლემები კორუფციის თვალსაზრისით”

0

ის, რასაც ვუყურებ, ვფიქრობ, საგანგაშოა, ამიტომ ალბათ, პასუხები უნდა მოვისმინოთ პროკურატურისგან თუ რა ეტაპზეა გამოძიება, არის თუ რაიმე პროგრესი – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია “იბერიას” ირგვლივ განვითარებული პროცესების თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩანაწერები, რომელიც აღნიშნულ თემაზე ვრცელდება, საჭიროებს ექსპერტიზას, მათი ავთენტურობის დადგენას.
“პირველ რიგში, ეს ჩანაწერები საჭიროებს ექსპერტიზას, მათი ავთენტურობის დადგენას. ყოველ დღე, როცა ახალ ჩანაწერს ვისმენთ ძალიან შემაშფოთებლად გამოიყურება სიტუაცია,რადგან ვხედავთ ელიტური კორუფციის ნიშნებს ბიზნეს სექტორში. ის, რასაც ვუყურებ, მე ვფიქრობ, საგანგაშოა, ამიტომ ალბათ, პასუხები უნდა მოვისმინოთ პროკურატურისგან თუ რა ეტაპზეა გამოძიება, არის თუ არა რაიმე პროგრესი. რასაც ვუყურებთ, ეხება არა მარტო ერთ ტელეკომპანიას, არამედ მიანიშნებს, რომ ზოგადად ბიზნესში არსებობს სერიოზული პრობლემები კორუფციის თვალსაზრისით. ამიტომ ამას პასუხების გაცემა სჭირდება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი