ყვარელში ილია ჭავჭავაძის საგვარეულო კოშკის სარესტავრაციო სამუშაოების III ეტაპი დასრულდა
ყვარელში ილია ჭავჭავაძის საგვარეულო კოშკის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების III ეტაპი დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, მოეწყო სახურავის მოფიცვრაზე რუბეროიდის საიზოლაციო ფენა, მოიჭიმა 2 სმ სისქეზე ქვიშის დრენაჟი და 4 სმ სისქეზე ქვიშა-ცემენტი, მოხდა ქვიშა-ცემენტის მოჭიმვის ბიტუმით პრაიმერიზაცია და შემდგომ 2 ფენის „ლინოკრომით“ ჰიდროიზოლაცია, მოხდა ხის მასალის ანტისეპტირება, შეგროვდა სამშენებლო ნაგავი და მოხდა მისი ტრანსპორტირება.
სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და დაფინანსებით მიმდინარეობდა.
შემსრულებელი: შპს „ბურკიტექი“