მამუკა ბახტაძე გაეროში დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს

„გაეროში ჩემი გამოსვლის ძირითადი თემა იქნება ის გამოწვევები, ის მტკივნეული პრობლემები, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და რომელიც უკავშირდება რუსეთის მრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ეთნიკურ წმენდას, დეპოპულაციას, სრულ ჰუმანიტარულ კატასტროფას, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ვაშინგტონში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამასთან ერთად ისაუბრებს იმ ხედვებსა და მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიის მშენებლობის თვალსაზრისით.
“ასევე ვისაუბრებთ იმ გეგმასა და სტრატეგიაზე, როგორ ვაპირებთ, საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკნომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში და მივაღწიოთ ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ მიზნებს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები