მამუკა მდინარაძე კანაფის ექსპორტზე: კანონპროექტზე გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსით მიიღება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც საზოგადოებაში კითხვები არსებობს, გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსით უნდა იყოს მიღებული, – აღნიშნული განცხადება მან კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე გააკეთა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, აღნიშნული, ორი ნაწილისაგან შედგება.
„პირველი ნაწილი სასწრაფოდ მისაღებია, რადგან ამოსავსებია სამართლებრივი ვაკუუმი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიქმნა. საჭიროა მკაცრი რეგლამენტაცია. აღნიშნული კანონპროექტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.
ამ ინიციატივის მეორე ნაწილი მცენარე კანაფის სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებით წარმოებასა და მის ექსპორტზე რეალიზაციას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. ნებისმიერი საკითხი, რომელზეც საზოგადოებაში კითხვები არსებობს პასუხგაცემული უნდა იყოს და გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსით უნდა იქნეს მიღებული. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართება და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები