ნინო ლომჯარია: ყველაზე მნიშნელოვანი, ესაა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების სისტემური ცვლილება

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სემინარზე – „საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის როლი“, სიტყვით გამოვიდა.
სახალხო დამცველის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ლომჯარიამ პარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით სახალხო დამცველის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხს მაქსიმალური სერიოზულობით ეკიდება და მუდმივად ფიქრობს თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე.
სახალხო დამცველმა კმაყოფილება გამოთქვა პარლამენტის დადგენილებაში გაზიარებული და გათვალისწინებული რეკომენდაციების რაოდენობის ყოველწლიურ ზრდასთან დაკავშირებით.
ისაუბრა კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის მექანიზმებზე; კანონქვემდებარე თუ ნორმატიული აქტების განხილვის, საკანონმდებლო სისტემური ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის განხილვის პროცესში ჩართულობის მზაობაზე. აღნიშნა, რომ მოწადინებულია საპარლამენტო განხილვას დაუქვემდებაროს სპეციალური ანგარიშებიც.
„ყველაზე მნიშნელოვანი, რაც გვაინტერესებს, ესაა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების სისტემური ცვლილება და ჩვენი მუშაობის შედეგების ასახვა აქ მაცხოვრებელ ადამიანებზე. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას – მაქსიმალურად ავამოქმედოთ ქაღალდზე არსებული შესაძლებლობები და იგივე მოლოდინი გვაქვს ჩვენი უმთავრესი პარტნიორის – საქართველოს პარლამენტის მხრიდან“, – განაცხადა სახალხო დამცველმა პარლამენტში მიმდინარე სემინარზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები