ეკა ბესელია მარიხუანაზე: კონსულტაციები უნდა გავიაროთ და სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ

ჩვენი ერთიანი პოზიცია იყო, რომ დიალოგი გაიმართოს იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ ამ საკითხზე ბუნდოვანება და არასწორი ინფორმაციის გავრცელება არ მოხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საქართველოში კანაფის წარმოება-ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით განაცხადა.
დეპუტატი, საკუთარ გუნდს სთავაზობს, რომ საზოგადოების მეტი ინფორმირების მიზნით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც როგორც დეპუტატები, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები და ექსპერტები შევლენ.
“კონსულტაციები უნდა გავიაროთ და სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვაა და საპატრიარქოს პოზიციაც არსებობს, რომ ამ საკითხზე მაქსიმალურად ღია დისკუსია იყოს და პრინციპებზე დიალოგის შემდეგ უნდა შევჯერდეთ. ამ საკითხზე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა მოხდეს. ჩვენი ერთიანი პოზიცია იყო, რომ დიალოგი გაიმართოს იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ ამ საკითხზე ბუნდოვანება და არასწორი ინფორმაციის გავრცელება არ მოხდეს”, – აცხადებს ეკა ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები