მამა შალვა კეკელია: პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა

“პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა”, – ასე შეაფასა მამა შალვა კეკელიამ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება.
„პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა, მან ახსენა, რომ ეს კანონი გადაიდო საერთოდ, განხილვები დაიწყება მხოლოდ რეგულაციებთან დაკავშირებით, რაც ჩვენც გვინდა, რომ შემოვიდეს ქვეყანაში რეგულაციები. ეს კარგია, მაგრამ რეგულაციები უნდა მოხდეს განხილვით, უნდა განვიხილოთ, რაში როგორ ვეთანხმებით ერთმანეთს, ყველა სპექტრმა უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა, ეს ეკლესია იქნება, ექიმები თუ ფსიქოლოგები. ვინც ამ საკითხში კომპეტენტურია, ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს რეგულაციების განხილვაში მონაწილეობა“,- განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო სასესიო კვირაში, პარლამენტი მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხოლოდ იმ ნაწილს განიხილავს, რომელიც მოხმარებას შეეხება, ხოლო კულტივაცია-რეალიზაციისას კი არა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები