ზუგდიდის ყოფილი მერი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. მან, ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე, მედიის წარმომადგენლებთან საუბარი არ ისურვა. მისი თქმით, კომენტარს ყველაფერზე 17 სექტემბერს გააკეთებს.
ცნობისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილ მერის მიმართ გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. როგორც ცნობილია, საქმე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას, ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცე-მერს, გია გულორდავას შორის შემდგარ სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხება. ბიზნესმენი გოგიას და გულორდავას ქრთამის აღებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზუგდიდში, კონკრეტული ტერიტორიების სანაცვლოდ, მან ყოფილ მერსა და ვიცე-მერს ფული გადაუხადა.
გუშინ უწყებაში გამოკითხვაზე ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავაც იმყოფებოდა.