აკაკი ზოიძე: მარიხუანას უკანონოდ მოყვანა სამედიცინო მიზნებისთვის, კვლავ დასჯადი რჩება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ მარიხუანას უკანონოდ მოყვანა სამედიცინო მიზნებისთვის, კვლავ დასჯადი რჩება.
მისივე თქმით, გასაღების კუთხითაც სახელმწიფოს მკაცრი მიდგომა ექნება.
„რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, დიდი ხანია მომხრე ვარ, რომ ადამიანები მარიხუანას ან ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარების გამო საპატიმროში არ უნდა გავუშვათ. თუ მათ აქვთ ნარკოდამოკიდებულება უნდა ვუმკურნალოთ. თუ ნარკოდამოკიდებულების გზაზე დგანან, უნდა დავეხმაროთ, დაბრუნდნენ საზოგადოებაში. რაც შეეხება სამედიცინო მიზნით მარიხუანას წარმოებას, არც გაერო-ს და არც სხვა კონვენციით აკრძალული არ არის. პარლამენტში უნდა დავრწმუნდეთ , რომ ეს სწორედ ამ მიზნებისთვის იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები