„რეფორმირებული სკოლა ორიენტირებული იქნება მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე, ინოვაციურობაზე, ინკლუზიურობაზე, ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებზე“

„რეფორმირებული სკოლა ორიენტირებული იქნება მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე, ინოვაციურობაზე, ინკლუზიურობაზე, ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2019 წელს დაიწყება 50 სკოლით და ეტაპობრივად მოხდება სკოლებში სწავლის ახალი მოდელის დანერგვა, ხოლო 2023 წლისთვის 2000-ზე მეტ სკოლაში სრულად იქნება დანერგილი ეს მოდელი.
„ჩვენ საქართველოში არ გვსურს, ვიხილოთ რამდენიმე, ან თუნდაც რამდენიმე ათეული პრესტიჟული სკოლა. ყველა სკოლა საქართველოსი უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები