„2018-2023 წლებში მოხდება იმ ძირითადი ბირთვის დანერგვა, რომელიც ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას სინქრონიზაციაში მოიყვანს ევროპული განათლების სისტემასთან“

„2018-2023 წლების 5 წლიან ციკლში მოხდება იმ ძირითადი ბირთვის დანერგვა, რომელიც ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას სინქრონიზაციაში მოიყვანს ევროპული განათლების სისტემასთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სისტემის მოდერნიზაცია, ძლიერი და საფუძვლიანი განათლების სისტემის შექმნა და მისი ამოქმედება არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ არსებული დაბრკოლებები დაძლიოს. “ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის განათლების რეფორმის გატარება და მე ამას გპირდებით, ამ რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და დავაყენებთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები