პრემიერი: პირველ ეტაპზე გაზრდილ ხელფასს 10 ათასამდე მასწავლებელი მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვა წარადგინა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა გადაიხედება და პირველ ეტაპზე გაზრდილ ხელფასს 10 ათასამდე მასწავლებელი მიიღებს.
მისივე თქმით, სკოლის ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს და ახალ მიზნებსა და ამოცანებს პასუხობდეს.
„გადაიხედება მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა. პირველ ეტაპზე 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს, დაახლოებით, 10 ათასამდე მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის საჯარო სკოლებში ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი სამჯერ გაიზარდოს.
​ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც მართავს სკოლას მართვის ახალი მეთოდით. სკოლაში დაინერგება სწავლების ახალი მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც ასწავლიან გადამზადებული მასწავლებლები, ამასთან ერთად, სკოლებს მიეცემათ თავისუფლება გარკვეული საგნების სწავლების მეთოდოლოგიის სწავლების ნაწილში. სკოლის ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს და პასუხობდეს ახალ მიზნებსა და ამოცანებს. დღეს გარემო ჩვენს ირგვლივ იცვლება სწრაფად, ასეთი დინამიკის პირობებში, რათა ბავშვმა, მოზარდმა წარმატებას მიაღწიოს, მისი განვითარება უნდა იყოს ამ ცვლილების ადეკვატური. შესაბამისად, აუცილებელია სკოლა მოსწავლეს აძლევდეს სისტემურ განვითარებას, ასწავლიდეს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, ინოვაციურ მიდგომებს. რა თქმა უნდა, თანამედროვე ძლიერი სკოლა უნდა უყალიბებდეს მოსწავლეს ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებს, დემოკრატიულ და ტოლერანტულ ღირებულებებს, უვითარებდეს საკვანძო თუ პერსონალურ უნარ-ჩევებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები