გოგიტა ცუცქირიძე: ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს არა „გოლდმან საქსის“, არამედ ამ კომპანიის მიერ შექმნილი ერთ-ერთი საინვესტიციო ფონდის აქციებს ფლობდა

ბიძინა ივანიშვილის მიერ „გოლდმენ საქსში“ აქციების ფლობის თემას საბანკო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე ეხმაურება.
მისი განცხადებით, რეალურად ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს ფლობდა არა „გოლდმან საქსის“ აქციებს, არამედ ამ კომპანიის მიერ შექმნილი ერთ-ერთი საინვესტიციო ფონდის აქციებს.
ცუცქირიძის თქმით, ამ ფონდში შედიოდა ამერიკის ინდუსტრიის ისეთი საუკეთესო სახელები, როგორიცაა „ეფლი“, „მაიკროსოფტი“, „ამაზონი“, „ფეისბუქი“, „ჯპ მორგანი“, „პფაიზერი“, „ბენქ ოფ ამერიკა“, „შევრონი“ და ა.შ.
„რაც შეეხება თვითონ „ გოლდმან საქსის“ ფუნქციას ამ ყველაფერში, 2018 წელს ალკოჰოლის მწარმოებელმა კომპანიამ „ქონსთელეიშენ ბრენდმა“ იყიდა 38%-იანი წილი სხვა კომპანიაში. მისი სახელწოდებაა „ქანაფი გროუსი“ და „გოლდმან საქსი“ ამ გარიგებაში გამოდიოდა მხოლოდ და მხოლოდ მრჩევლის როლში. მყიდველმა კომპანიამ დაიქირავა „გოლდმან საქსი“ როგორც მრჩეველი ამ ტრანზაქციის განხორციელებაში. „ქენეფი გროუსი“ დაკავებულია კანაფის მოყვანით იმ შტატში, სადაც ლეგალურად არის სამედიცინო თვალსაზრისით მარიხუნას წარმოება და ექსპორტი დაშვებული. შესაბამისად, თუ ვსაუბრობთ „გოლდან საქსის“ როლზე ამ სქემაში, ის გამოდის ამ გარიგების არა დამფინანსებელი, არამედ ამ გარიგების ფინანსური მრჩეველი, ასეთი კი ამერიკულ მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკისა და უმსხვილესი ფინანსური კონგლომერატის „გოლმან საქსის“ აქტივებში მრავლადაა. ეს აბსოლტურად სხვა რამეა, ვიდრე საერთოდ მინიმალური ოდენობის აქციების ფლობაც კი „გოლდმან საქსში”, -აცხადებს კომერციული ბანკების ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე.
შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერის ოპონენტები გუშინ აცხადებდნენ, რომ „მარიხუანას ექსპორტის ლეგალიზებისთვის ბრძოლა, ბიძინა ივანიშვილის ფარული გეგმის ნაწილია, რომელმაც ოლიგარქს მილიარდები უნდა მოუტანოს და ამას ბიძინა ივანიშვილის მიერ „გოლდმან საქსის“ აქციების ფლობით ხნიდნენ “. რაც შეეხება „გოლდმან საქსისთან“ კავშირს ყოფილ პრემიერთან, ოპონენტების მტკიცებით 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი „გოლდმან საქსის“ აქციებს ფლობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები