პაატა ბაირახტარი: „Fitch Ratings-ის“ პოზიტიური შეფასებები ქვეყნის ეკონომიკურ იმიჯზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს

„ზოგადად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ ინვესტორები. ეს მათთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია“, – ამის შესახებ „კვირასთან“ საუბრისას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აცხადებს.
ამასთან, ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, რომ ისეთი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, როგორიცაა „Fitch Ratings“,  ინვესტორებს საშუალებას აძლევს მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რაც მათ აინტესებთ, იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შესაძლებელია ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება.
პაატა ბაირახტარი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings-ის“ პოზიტიური შეფასებები, საინვესტიციო თვალსაზრისით, ქვეყნის ეკონომიკურ იმიჯზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს.
„ზოგადად, საერთაშორისო კომპანიების მხრიდან სარეიტინგო შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ინვესტორები, ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იმისთვის, რომ ინვესტორმა გაიგოს, რამდენად მოსახერხებელია ამა თუ იმ ქვეყანაში ბიზნესის კეთება და რამდენად შეესაბამება ეს ქვეყანა მისი ბიზნესის განვითარებას.
აღნიშნული სარეიტინგო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს, რეიტინგებსა და განცხადებებს ყურადღებას აქცევენ, სწორედ ის ინვესტორები, რომლებიც გარკვეულ ქვეყანაში ინვესტიციების განახორციელებას გეგმავენ. სწორედ ისინი იღებენ აღნიშნულ ინფორმაციებს, რა ინფორმაციაც სჭირდებათ მათ გადაწყვეტილებების მისაღებად, განახორციელონ თუ არა სხვადასხვა ქვეყნებში ესა თუ ის ბიზნესი და ინვესტიცია.
გამომდინარე აქედან, აღნიშნული დონის კომპანიის მსგავსი პოზიტიური შეფასებები რასაკვირველია, საინვესტიციო თვალსაზრისით, ქვეყნის ეკონომიკურ იმიჯზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს”, – აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა“ ვიცე-პრეზიდენტმა „კვირასთან“ საუბრისას, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის წარმომადგენლის მიერ საბანკო სექტორში ამოქმედებული ახალი რეგულაციები დადებითად შეაფასა.
„ამ კუთხით, ორგანიზაციამ შედეგები გამოაქვეყნა და აღნიშნა რომ, აღნიშნული მიმართულებით არის ძალიან კარგი ნაბიჯები გადადგმული. უნდა აღვნიშნო, რომ, მე და ჩემი არაერთი კოლეგა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ეს რეიტინგები გამოქვეყნდებოდა,  ვამბობდით, რომ აუცილებელი იყო საბანკო სექტორი გარკვეულ ჩარჩოებში მოგვექცია. იმდენად, რამდენადაც განუსაზღვრელი იყო მათი უფლებები. ასე ვთქვათ, მომხმარებელი განურჩევლად იზღუდებოდა  და იჩაგრებოდა ამ მიმართულებით. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა აღნიშნული რეგულაციების გატარება, იყო ჭარბვალიანობა და ჭარბვალიანობის შემცირების მიმართულებით რეგულაციები იყო პოზიტიური. სხვათა შორის, ანგარიშშიც არის აღნიშნული, რომ საცალო სესხების მიმართ პრობლემა ბევრ ქვეყანას აქვს. საცალო სესხები, ეს არის ჭარბვალიანობის გამომწვევი ერთ-ერთი კომპონენტი. მას შემდეგ, რაც საბანკო სექტორის მიმართ რეგულაციები ამოქმედდა, რეიტინგების თანახმად, ესეც დადებითად შეფასდა”, – ამბობს პაატა ბაირახტარი.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის წარმომადგენელმა საბანკო სექტორში ამოქმედებული ახალი რეგულაციები დადებითად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები