ოთარ ანგურიძე: სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმის პოზიტიური შეფასება მნიშვნელოვანი გზავნილია

სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმის პოზიტიური შეფასება მნიშვნელოვანი გზავნილია, – აღნიშნა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ. მისი თქმით, ასეთი შეფასება ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად სწორი ნაბიჯები გადადგა.
„პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ინვესტიციების ზრდაზე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების შეფასებები, რადგან სწორედ მათ მიერ დაფიქსირებული პოზიციები, გამოქვეყნებული ანგარიშები, რეიტინგები გავლენას ახდენს პოტენციური ინვესტორების გადაწყვეტილებებზე. გამომდინარე აქედან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings პოზიტიურად აფასებს და ეთანხმება ჩვენს ქვეყანაში საბანკო და საფინანსო სექტორისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებს, რომელიც მიმართულია ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებისა და აღნიშნულ სექტორში სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებისკენ“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ჭარბვალიანობის პრობლემა ბევრ ქვეყანაში არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც განხორციელდა რეფორმები ამ მიმართულებით და ამ ნაბიჯებს პოზიტიური გამოხმაურება აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდანაც.

„მიმაჩნია, რომ ამ კუთხით რეფორმაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რაც საბოლოო შედეგად მოგვიტანს გამჭვირვალობასა და სტაბილურობას საფინანსო სექტორში, ჯანსაღ ბიზნესგარემოს და ყველასთვის სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას“ – განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები