უეს მიტჩელი: პუტინის დევიზია მეზობელ ქვეყნებში დასავლეთი დამარცხდეს, თუმცა საქართველო დასავლეთთან თანამშრომლობის ნათელი მაგალითია

ვეს მიტჩელი ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018″ სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს წარმატება პირდაპირი პასუხია ვლადიმერ პუტინისთვის.
„მიმდინარეობს რეფორმები, სერიოზული დამოკიდებულებაა ეროვნული უსაფრთხოებისადმი, არსებობს ახალი კონსტიტუცია, რეფორმები განხორციელდა მართლმსაჯულების სისტემაში – ეს წარმატება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დავამარცხოთ პუტინი. ვლადიმერ პუტინს აქვს დევიზი, რომ მის მეზობელ ქვეყნებში დასავლეთი დამარცხდეს, თუმცა საქართველო არის ნათელი მაგალითი დასავლეთთან თანამშრომლობის. სერგეი ლავროვი ტყუოდა როცა ამბობდა, რომ დასავლეთი არის პოლიტიკური პეპელა, რომელიც როგორც მოფრინდება, ისე გაფრინდება. დასავლეთი და მისი ღირებულებები საქართველოში ძალიან სიღრმისეულად არის გამჯდარი და ჩვენს შორის ურთიერთობები არის ძლიერი”, – განაცხადა მიტჩელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები