გიორგი გახარია: მარიხუანას მოხმარება არ იქნება დასჯადი მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მარიხუანას მოხმარება არ იქნება დასჯადი მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში.
როგორც მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საუბრისას აღნიშნა, „საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენი ნარკოპოლიტიკის კონტექსტში გახდა აუცილებელი მოხდეს მარიხუანას მოხმარების შინაარსობრივი და ეფექტური რეგულირება“.
გახარიას თქმით, ამ ნაწილში გატარდა გარკვეული სამუშაოები. მინისტრი ამბობს, რომ მიღწეულია კანონის ისეთი ხარისხი, რომელიც ეფექტური რეგულირების საშუალებას იძლევა.
„რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არეალი მაქსიმალურად შემცირებული იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ მარიხუანას მოხმარება არ იქნება დასჯადი, მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები