“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ჩვენ, როგორც სამართალდამცავ ორგანოს, გვიჭირდა რეაგირება მოგვეხდინა”

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან, მარიხუანას რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ახალ კანონპროექტზე ისაუბრა.
მისი თქმით, ცვლილებებით, ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაშიც მოხდება მთელი რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვები, ხოლო სისხლის სამართლის დარღვევისას, სამოქალაქო შეზღუდვები აუცილებელი იქნება.
მინისტრის განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირობებში შეზღუდვების დაწესება მოსამართლის დისკრეცია იქნება.
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირობებში აუცილებელი იქნება იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა 3-დან 5 წლამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად და იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებითაც საკონსტიტუციო სასამართლო იღებს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვიჭირდა, როგორც სამართალდამცავ სტრუქტურას, მოგვეხდინა ეფექტური რეაგირება და კონტროლი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის. ჩვენ ეს პრობლემა მარიხუანას კონტექსტში დავარეგულირეთ”, – აღნიშნა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები