მამუკა ბახტაძე: განათლების სექტორში რეფორმირება უახლოეს დღეებში დაიწყება

„ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი ჰქონდეს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც განათლების რეფორმის პრეზენტაცია დააანონსა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, განათლების სექტორში რეფორმირების პირველი ფაზის დაწყება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
„ჩვენ გამოვყავით 5 დონე, რომლის მიხედვითაც მოხდება განათლების სექტორის რეფორმირება. ეს გახლავთ ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ადამიანური კაპიტალის ზრდა არის ჩვენი მთავრობოს აბსოლუტური პრიორიტეტი და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში. ეს იქნება ჩემი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას რეფორმის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, ეს არის რეფორმა, რომელიც საქართველოს წარმატებას მოუტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები